
Ephemeral Tattoo ბრუკლინში, ნიუ-იორკში დაფუძნებული სტარტაპია, რომელმაც მოკლე ვადიანი ტატუს იდეა შესაძლებლობად აქცია. სტარტაპმა შექმნა მელანი, რომელიც დაახლოებით ერთ წელიწადში ქრება. უილიამსბურგში პირველი სტუდიის გახსნიდან კომპანიამ $20 მილიონამდე ინვესტიცია მოიზიდა.
ინვესტორები მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც Ephemeral-მა TikTok-ზე აღიარება სწრაფად მოიპოვა. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი გახსნის დღიდან ჯავშნები ყოველთვიურად ორჯერ მზარდია. Ephemeral-ს ამჟამად მომხმარებლების მისაღებად შვიდიდან რვა თვემდე მოცდის სია აქვს.
კომპანიამ კვლევის საფუძველზე დაადგინა, რომ ტატუს 60 მილიონი ამერიკელი ისურვებდა, თუმცა მათ მისი მუდმივობა აფერხებთ. კულტურული და რელიგიური მიზეზით თუ ოჯახის უკმაყოფილების ან უბრალოდ გადაუწყვეტელობის გამო, ისინი მუდმივი ტატუს გაკეთებისგან თავს იკავებენ.
ამ ეტაპზე კომპანიას მხოლოდ შავი მელანი აქვს. სპარტაპის ახალი დაფინანსების რაუნდი ფერადი მელნის შემუშავებას მოხმარდება. სექტემბერში კი კომპანია მეორე სტუდიას გახსნის ლოს-ანჯელესში, ქალაქში, რომელზეც ყველაზე მეტი ჯავშნები მოდის.
კომპანიის დირექტორი ჯეფრი ლიუ იმედოვნებს, რომ Ephemeral-ი მალე გლობალურად გაფართოვდება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოსიანა ჯოშუა