LIVE

ბეზოსი Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორი აღარ არის

05 ივლ 202116:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 1043
ბეზოსი Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორი აღარ არის

მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია დღეს ოფიციალურად დატოვამისი ადგილი ენდი ჯესიმ, ვებსერვისების ხელმძღვანელმა, დაიკავა. ის Amazon-ში 1997 წლიდან მუშაობს.

ბეზოსის მიერ თანამდებობის დატოვება მოულოდნელი არ ყოფილა. ამის შესახებ მილიარდერმა ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა

57 წლის მილიარდერი 27 წლის წინ დაარსებულ კომპანიას სრულად არ ტოვებს. ის აღმასრულებელი თავმჯდომარის პოსტზე გადაინაცვლებს. ახალი პოზიცია ბეზოსს საშუალებას მისცემს ყურადღება გაამახვილოს ინოვაციებსა და პერსპექტიულ იდეებზე. ახლა მას შეეძლება მეტი დრო დაუთმოს სხვა პროექტებს, მათ შორის, კოსმოსურ კომპანია Blue Origin-ს, Washington Post-სა და კლიმატის ცვლილების მიზეზებს. 

ბეზოსის უახლოეს გეგმებში კოსმოსური მოგზაურება შედის. ცნობილია, რომ ის 20 ივლისს ძმასთან ერთად, Blue Origin-ის პირველ მისიაში მიიღებს მონაწილეობას. სუბორბიტალურ სივრცეში 11-წუთიანი ფრენის დროს რაკეტა 100 კმ. სიმაღლეზე ავა.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ბეზოსთან ერთად, საპატიო სტუმრის სტატუსით, კოსმოსში 82 წლის მფრინავი ქალი უოლი ფანკი გაფრინდება