LIVE

აუნ სან სუ ჩის ახალი ბრალდებები წაუყენეს

10 ივნ 202118:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 693
აუნ სან სუ ჩის ახალი ბრალდებები წაუყენეს
Bloomberg

მიანმარის სამხედრო ხუნტამ აუნ სან სუ ჩი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციაში ოფიციალურად დაადანაშაულა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ბრალდებაა მათ შორის, რაც ლიდერს თებერვლის მერე წაუყენეს. 

ინფორმაციის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ანტიკორუფციულმა კომისიამ აუნ სან სუ ჩის საქმიანობა შეისწავლა და თანამდებობის კორუფციულ გარიგებაში გამოყენება დაუდგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ყოფილ მაღალჩინოსნებს დამატებით 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ანტიკორუფციული კომისია ამტკიცებს, რომ სუ სუიმ იანგონის რეგიონის ყოფილი მთავარი მინისტრისგან $600 000 დოლარი და ოქრო უკანონოდ მიიღო. მას ასევე, ადანაშაულებენ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რაც გამოიხატა საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის ქონების იჯარით აღებაში, რის შედეგადაც სახელმწიფომ 5,2 მილიარდი კიატი ($3,15 მილიონი) იზარალა.

სან სუ ჩის ადვოკატი ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. 

“პოლიტიკურ აქტივიზმსა და ანალიტიკაში ორმოცდაათწლიანი გამოცდილებით, შემიძლია ვთქვა, რომ არასდროს შემხვედრია იმაზე მეტად პატიოსანი სახელმწიფო მოხელე, როგორიც აუნ სან სუ ჩია. ის შეიძლება უნაკლო არ არის, მაგრამ პირადი მომხვეჭელობა და კორუფცია მისთვის უცხოა",- აღნიშნავს ის.

სამხედრო გადატრიალება მიანმარში 1-ელ თებერვალს მოხდაამ დროისთვის, ქვეყნის სამოქალაქო ლიდერები პატიმრობაში იმყოფებიან. მოქალაქეები მათ გათავისუფლებასა და სამხედრო მმართველობის დასრულებას მოითხოვენ. ქვეყანაში საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 800-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ხინე ლინ კიავი და ფილიპ ჯეი ჰეიმანსი