მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ერთი წლით გამოცხადდა. დაკავებულია ქვეყნის ფაქტობრივი ლიდერი აუნ სან სუ ჩი, პრეზიდენტი ვინ მინი და სხვა პოლიტიკური პირები. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრეზიდენტი, მიინტ შვე, დაინიშნა.
გადატრიალების მიზეზი სამხედროებსა და მმართველ ძალას შორის, არჩევნების შედეგების გამო, არსებული დაპირისპირებაა. სამხედროებს მიაჩნიათ, რომ 2020 წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.
მიანმარის საარჩევნო კომისიის განცხადებით, ხმის მიცემის პროცესი გამჭვირვალე და სამართლიანი იყო. აშშ, გაერო და ევროკავშირი სამხედროებს მოუწოდებენ პატივი სცენ არჩევნების შედეგებს.
სამხედროებისთვის არჩევნების შედეგები მიუღებელია. 2008 წლის კონსტიტუცია მათ საშუალებას აძლევს საგანგებო მდგომარეობის დროს ძალაუფლება გადაიბარონ
მიანმარში სამხედრო მმართველობა 2011 წლამდე იყო. მას შემდეგ ქვეყანაში ორი არჩევნები ჩატარდა. 2015 წლის არჩევნებში, ასევე, აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ხინე ლინ კიაუ და ფილიპ ჰეიჯმანსი