
სეიშელის კუნძულებზე, სადაც მოსახლეობის უფრო მეტი წილია აცრილი, ვიდრე მსოფლიოს რომელიმე სხვა ქვეყანაში, ამბობენ, რომ არავაქცინირებულ ადამიანებს Covid-19-ის შეხვედრის 6-ჯერ მაღალი რისკი აქვთ.
კუნძულზე 98 000 ადამიანი ცხოვრობს. მათი 65% Sinopharm-ისა და Astrazeneca-ს ვაქცინების ორი დოზით სრულად აცრილია. მიუხედავად ამისა, კუნძულზე ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ინფიცირებულთა უმრავლესობა ვაქცინირებული არ არის. კუნძულზე Covid-19-ის ვაქცინით აცრილი არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა.
სამინისტრო არ აზუსტებს ინფიცირებულთა შორის რომელი ვაქცინით აცრილები სჭარბობენ. ასევე, უცნობია, Covid-19-ის რომელი შტამი დომინირებს კუნძულზე. ამის დასადგენად ქვეყანა ნიმუშებს კენიაში მომავალ კვირას გააგზავნის.
ქვეყანამ პანდემიასთან საბრძოლველად კოვიდრეგულაციები დააწესა. მათ შორის, აიკრძალა საოჯახო შეკრებები.
ამ დროისთვის კუნძულებზე დაფიქსირებულია 1 116 აქტიური შემთხვევა. სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0,35%-ია, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით, დაბალი რიცხვია. ქვეყანა მომავალ კვირას სკოლებისთვის მუშაობის უფლების მიცემას გეგმავს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ვიდია გაპი და ანტონი სგუაცინი