LIVE

9 სახელმწიფო კომპანიიდან 1 გაიყიდა, „რიყის დოქებს“ ინვესტორი ისევ არ ჰყავს

15 აპრ 202117:31
3 წუთის საკითხავი
clock clock 918

ეკონომიკის სამინისტრომ საპრივატიზებოდ გამოტანილი 9 სახელმწიფო კომპანიიდან მხოლოდ ერთის გაყიდვა შეძლო. კერძოდ, გაიყიდა შპს "თბილისის N1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის" სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი, რომლის საწყისი ფასი 266 000 ლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად სახელმწიფო კომპანიების გასაყიდად გამოცხადებული აუქციონები 13 აპრილს უშედეგოდ დასრულდა, თუმცა ქონების სააგენტომ ვებგვერდის ხარვეზით მუშაობის გამო, აუქციონები ორი დღით გაახანგრძლივა. იმის მიუხედავად, რომ უწყება ვებგვერდის ხარვეზს „მაღალ ინტერესს“ უკავშირებს, ჯამში 10 მილიონ ლარამდე ღირებულების 9 სახელმწიფო საწარმოდან 8 ისევ ვერ გაიყიდა.

ამასთან, ინვესტორი კვლავ არ ჰყავს ე.წ. „რიყის დოქებსაც“, რომლის მესამე აუქციონი ასევე 2 დღით იყო გახანგრძლივებული, თუმცა უშედეგოდ დასრულდა.