დღეს დასრულდა ეკონომიკის სამინისტროს მიერ, სახელმწიფო კომპანიების გაყიდვის მიზნით გამოცხადებული 9 აუქციონი, თუმცა ვერცერთი მათგანი ვერ გაიყიდა.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად 10 სახელმწიფო საწარმოს შეთავაზება მოხდა ბიზნესისთვის, თუმცა შპს "ჭიათურის ავტოსადგურის" 49%-იანი წილის გაყიდვის მიზნით გამოცხადებული აუქციონი, ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შეწყდა.
სახელმწიფო ჯამში 10 მილიონ ლარამდე ღირებულების 9 კომპანიას ყიდდა:
- შპს "ზუგდიდის ფარმაცია" -100% წილი;
- შპს „თბილისის N1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკა" - 100% წილი;
- შპს „დეზინფექციის, დეზინსექციის დერატიზაციისა და სტერილიზაციის სპეციალიზირებული ეპიდზედამხედველობის ცენტრი" - 100% წილი;
- სს „ცეკავშირის ზუგდიდის სასურსათო კომბინატის“ - 51%-იანი წილი;
- შპს "საზღვაო ტექსერვისი" - 100% წილი;
- სს „ხაშურის მინის ტარა" - კომპანიის კაპიტალის 23%-იანი წილი;
- შპს „დემეტრე 96“-ის - 100%-იანი წილი;
- შპს „თერმული წყლები“ - 100%-იანი წილი;
- შპს უნიონი - 20 % წილი.
აღსანიშნავია, რომ დღეს ასევე უშედეგოდ დასრულდა „რიყის დოქები“ გაყიდვის მიზნით მესამედ გამოცხადებული აუციონი.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა წლის ბოლომდე 50 სახელმწიფო საწარმოს პრივატიზაციას გეგმავს. ამასთან, ეკონომიკის სამინისტრო პროგრამა - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ გააფართოვა და მთავრობა კერძო სექტორს 400 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონებას სთავაზობს.