LIVE

„რიყის დოქები“ ისევ ვერ გაიყიდა

13 აპრ 202117:04
3 წუთის საკითხავი
clock clock 944
„რიყის დოქები“ ისევ ვერ გაიყიდა

ე.წ. „რიყის დოქები“ ისევ ვერ გაიყიდა. ეკონომიკის სამინისტრომ 30 მარტს „რიყის დოქები“ მესამედ გამოიტანა გასაყიდად, თუმცა აუქციონი უშედეგოდ დასრულდა და ობიექტს ინვესტორი კვლავ არ ჰყავს.

აღსანიშნავია, რომ ვაჭრობის დროს, აუქციონის დასრულებამდე (17:00 საათი) 3 წუთით ადრე აუქციონის ვებგვერდი გაითიშა და  რამდენიმე წუთის განმავლობაში არ მუშაობდა.

ეკონომიკის სამინისტრო ობიექტს პროგრამა "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, 71 250 000 ლარად ყიდდა.

ცნობისთვის, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, "რიყის დოქები", მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობის მიზნით, ელექტრონულ აუქციონზე 2021 წლის თებერვალშიც გამოიტანა. პირველ აუქციონთან შედარებით "რიყის დოქების" საწყისი ღირებულება 71 250 000 ლარამდე შემცირდა, თუმცა ობიექტი ვერ გაიყიდა.

თავდაპირველად, აღნიშნული უძრავი ქონება 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე 95 მლნ. ლარად იყო გამოტანილი, თუმცა ლოტზე ვაჭრობა არ შედგა.