LIVE

"კავკასუს ონლაინს" ახალი მმართველი ჰყავს

15 აპრ 202117:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 828
"კავკასუს ონლაინს" ახალი მმართველი ჰყავს

კომუნიკაციების კომისიამ კომპანია „კავკასუს ონლაინში“ ახალი სპეციალური მმართველი დანიშნა. თანამდებობას თამარ ბოკუჩავა დაიკავებს, რომელსაც კომისიაში მუშაობის გამოცდილება აქვს. სპეციალური მმართველის მთავარი ფუნქცია კომპანიის წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებაა.

აქამდე სპეციალური მმართველის თანამდებობას მარიამ სულაბერიძე იკავებდა, რომელიც პარალელურად „Open Net“-ს ხელმძღვანელობს, სწორედ ამიტომ გადაწყდა კომპანიისთვის სპეციალური მმართველის შეცვლა.

"კავკასუს ონლაინის" სპეციალურ მმართველს კომპანიის წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებაზე უნდა ემუშავა, თუმცა როგორც ცნობილია, მას შემდეგ რაც კანონში ცვლილებები შევიდა, Neqsol Holding-ი კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა. ტრანზაქცია კომისიასთან წინასწარ შეთანხმებული არ ყოფილა, რის გამოც კომუნიკაციების კომისია აზერბაიჯანელ ბიზნესმენს ნასიბ ჰასანოვს "კომპანიის უკანონო მფლობელს“ უწოდებს.

კომპანია "კავკასუს ონლაინში" სპეციალური მმართველის დანიშვნას კრიტიკული შეფასება მოჰყვა ვენეციის კომისიის მხრიდან. კომპანიაში მმართველის უფლებამოსილება დროებით შეაჩერა სასამართლომაც, თუმცა გასულ კვირას სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა და მას უფლებამოსილება აღუდგინა.