LIVE

ბოლო 4 წელში "საქართველოს რკინიგზის" ზარალი 1.2 მლრდ ლარია

14 აპრ 202116:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 930
ბოლო 4 წელში "საქართველოს რკინიგზის" ზარალი 1.2 მლრდ ლარია

სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზა“ კვლავ ზარალზეა. 2020 წელი კომპანიამ 164,6 მლნ ლარის ზარალით დაასრულა, ბოლო 4 წლის ზარალი კი მილიარდ ლარს სცდება და 1.2 მლრდ ლარს შეადგენს.

რკინიგზის ზარალი წლების მიხედვით:

  • 2017 წელი – 354,1 ლარი
  • 2018 წელი – 716.5 ლარი
  • 2019 წელი  - 5.5 ლარი
  • 2020 წელი – 164.6 ლარი

წლების განმავლობაში ზარალს სახელმწიფო კომპანია განსხვავებული მიზეზებით ხსნის. მაგალითად, 2017 წელს კომპანიამ ასეულობით მილიონი ლარის ზარალი შემოვლითი რკინიგზის პროექტის შეჩერებას და შესაბამისად მისი აქტივების გაუფასურებას დაუკავშირა. 2019 წელს კომპანია ზარალიანობას ევროობლიგაციების საკურსო გადაფასებას უკავშირდებოდა. ლარის გაუფასურება სახელმწიფო კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე ნეგატიურად აისახება, - კომპანიას უძვირდება როგორც ობლიგაციების მომსახურება, ასევე უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ტარიფები.

2020 წელს კომპანიამ ლარის გაუფასურების გამო 191.9 მლნ ლარი იზარალა.

მიუხედავად ნეგატიური ფინანსური შედეგებისა სახელმწიფო კომპანიის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2019 წელთან შედარებით მცირედით გაიზარდა და 11 მლნ ტონას გაუტოლდა.