LIVE

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა მეოთხე აუქციონზეც ვერ გაიყიდა

14 აპრ 202112:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 420
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა მეოთხე აუქციონზეც ვერ გაიყიდა

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთი და შენობა მეოთხე აუქციონზეც ვერ გაიყიდა. ობიექტის საწყისი ფასი ელექტრონულ აუქციონზე 97 მილიონ ლარამდე იყო.

ცნობისთვის, ობიექტის გაყიდვის მიზნით, პირველი აუქციონი 2020 წლის 16 ივნისს გამოცხადდა 40 მლნ დოლარი (ეკვივალენტი ლარში) საწყისი ღირებულებით, თუმცა დაინტერესებული მხარის არარსებობის გამო აუქციონი არ შედგა. ამის შემდეგ, განმეორებით აუქციონზე ქონება 10%-იანი ფასდაკლებით, 36 მლნ დოლარად (ეკვივალენტი ლარში) იქნა შეთავაზებული, მაგრამ აუქციონი კვლავ არ შედგა. უძრავი ქონება ფასდაკლების მორიგი 10%-იანი ბიჯით, 32,4 მლნ დოლარად (ეკვივალენტი ლარში) მესამედ გავიდა აუქციონზე. მეოთხე აუქციონი კი 15 მარტს გამოცხადდა და დღეს, ასევე უშედეგოდ დასრულდა.

ძველი შენობის გაყიდვის პარალელურად, შენდება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი შენობა, რომლის ღირებულებაც 77 მილიონი ლარია. აუქციონის პირობებით განსაზღვრულია, რომ უძრავი ქონების განკარგვა/სარგებლობას მყიდველი შეძლებს 2023 წლის მე-2 კვარტლის ბოლოდან, მას შემდეგ, რაც დასრულდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის მშენებლობა.