LIVE

წარმოებაში დაშვებული შეცდომის გამო, J&J-ის 15 მილიონი ვაქცინა გაფუჭდა

01 აპრ 202115:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 10653
წარმოებაში დაშვებული შეცდომის გამო, J&J-ის 15 მილიონი ვაქცინა გაფუჭდა

Johnson & Johnson-ის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის საწარმოში დაშვებულმა შეცდომამ 15 მილიონი დოზის გაფუჭება გამოიწვია. კომპანიის განცხადებით, ვაქცინის ინგრედიენტთან დაკავშირებული პრობლემა, ხარისხის ტესტირების დროს დაფიქსირდა.

ხარვეზი, აქამდე გამოშვებული ვაქცინების უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს. ქარხანა, სადაც ხარვეზი დაფიქსირდა, ჯერჯერობით ავტორიზებული არ არის და მის მიერ წარმოებული დოზები აშშ-სა და მის ფარგლებს გარეთ არ გავრცელებულა. 

მომხდართან დაკავშირებით ეცნობა სურსათისა და წამლის კონტროლის ადმინისტრაციას (FDA). 

Covid-19-ის ვაქცინების მიმწოდებლებიდან J&J-ი აშშ-ს ყველაზე მცირე ოდენობას აწვდის. უცნობია, როგორ აისახება ბალტიმორში მომხდარი შემთხვევა ამერიკის ვაქცინაციის ტემპზე. 

J&J-ის ვაქცინაზე ბაიდენის ადმინისტრაცია დიდ იმედს ამყარებს. სხვა ვაქცინებისგან განსხვავებით, სრული ვაქცინაციისთვის, მისი ერთო დოზა საკმარისია, რაც ვაქცინაციის კამპანიის ჩატარების პროცესს ამარტივებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯოშ ვინგროვი, რაილი გრიფინი და ემა კორტი