LIVE

ფეხბურთელებს შეურაცხმყოფელი კომენტარებისგან წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე AI დაიცავს

08 ივნ 202623:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 21
ფეხბურთელებს შეურაცხმყოფელი კომენტარებისგან წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე AI დაიცავს
REUTERS/Daniel Becerril

ფეხბურთის წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე Fifa ხელოვნური ინტელექტის უფრო ეფექტურად და ფართოდ გამოყენებას გეგმავს იმ მიზნით, რომ შეზღუდოს შეურაცხმყოფელი მესიჯები გუნდებისა და მოთამაშეების მიმართ სოციალურ ქსელში.

ორგანიზაციამ სოციალურ მედიაში დაცვის სერვისი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შექმნა, რომელიც კატარში გაიმართა. ამჯერად კი უკვე მისი მოდერაციის ელემენტს სთავაზობს გამოსაყენებლად წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილე ყველა ქვეყნის ფეხბურთს ფედერაციას.

ეს ტექნოლოგია ავტომატურად ფილტრავს შეურაცხმყოფელ კომენტარებს 30 ათას ქივორდზე დაყრდნობით 35 ენაზე და მათ ორ წამზე ნაკლებ დროში მალავს. კომენტარის თუ პოსტის ავტორი საკუთარ ნაწერს კვლავ ხედავს, თუმცა არ იცის, რომ ის საჯაროდ აღარ ჩანს. ხელოვნური ინტელექტი ამ რეჟიმით მუშაობს მეტას პლატფორმებზე  - ფეისბუქზე და ინსტაგრამზე, ასევე იუთუბზე, ტიკტოკზე, თრედსზე, თუმცა არა ილონ მასკის იქსზე, სადაც დაფარული კომენტარების ნახვა მაინც შესაძლებელია.

რაც შეეხება რისკებს, აგრესიული და შეურაცხმყოფელი ტექსტების ავტორებს, შესაძლოა, FIFA-ს მატჩებზე ბილეთების შეძენა აეკრძალოთ, ან თავად კლუბებმა და გუნდებმა შეუზღუდონ თამაშზე დასწრება. 

მსოფლიო ჩემპიონატს, სადაც წელს 48 გუნდი იასპარეზებს, აშშ, კანადა და მექსიკა მასპინძლობენ. ტურნირი 11 ივნისს მექსიკის Azteca Stadium-ზე გაიხსნება და 19 ივლისამდე გასტანს.