
„მთის წყალმა“ წარმატებით მიიღო მონაწილეობა ჩინეთში, გუანჯოუში, რიგით მე-13 China International High-end Drinking Water Industry Expo 2025-ში, რომელიც პრემიუმ წყლების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენად ითვლება აზიაში.
კერძოდ, გამოფენის ფარგლებში გამართულ კონკურსზე „მთის წყალი“ 3 საუკეთესო ბრენდს შორის მოხვდა, რაც კომპანიის შეფასებით, ქართული პროდუქტის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა.

გამოფენაზე წარმოდგენილნი იყვნენ წყლის წამყვანი მწარმოებლები ჩინეთიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან. ღონისძიების მთავარი ნაწილი იყო ბრმა დეგუსტაციის კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა ბრენდმა, ხოლო "მთის წყალი" საუკეთესო სამეულში მოხვდა.
დეგუსტაცია ჩატარდა სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული 5 ჟიურის მიერ. ბრმა ტესტირების ფორმატში ჟიურის წევრებს არ ჰქონდათ ინფორმაცია ბრენდების შესახებ, რაც საბოლოო შედეგის ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის წინაპირობაა.