LIVE

ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

26 მარ 202117:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 1953
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.3718 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3473 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.45 თეთრი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.9733 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9545 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.88 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.