LIVE

ჩილეში ტყის ხანძარს 51 ადამიანი ემსხვერპლა

04 თებ 202411:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 181
ჩილეში ტყის ხანძარს 51 ადამიანი ემსხვერპლა

ცენტრალურ ჩილეში მძვინვარე ტყის ხანძარმა, სულ მცირე, 51 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ხელისუფლების განცხადებით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, რადგან ხანძარი ურბანულ ტერიტორიებზეც გავრცელდა.

საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ვალპარაისოს რეგიონში, სადაც ერთ მილიონ მოსახლეზე მეტი ცხოვრობს. მეხანძრეები ვერტმფრენებითა და სატვირთო მანქანებით ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას. ყველაზე მეტად დაზარალდა ტურისტული ქალაქის, ვინა დელ მარის მიმდებარე ტერიტორიები.

შინაგან საქმეთა მინისტრის, კაროლინა ტოჰას განცხადებით ქვეყანა 2010 წლის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, ყველაზე დიდ კატასტროფას ებრძვის.

პრეზიდენტმა, გაბრიელ ბორიჩმა მოსახლეობას სატელევიზიო გამოსვლაში მიმართა, რომ „სიტუაცია მართლაც ძალიან რთულია“.

ბოლო მონაცემებით, ხანძრის გავრცელების ტერიტორია 43 000 ჰექტარს მოიცავს.

ზაფხულის პერიოდში ჩილეში ტყის ხანძრები ხშირია. გასულ წელს რეკორდული სიცხის ფონზე გაჩენილი ხანძარი 400 000 ჰექტარზე გავრცელდა, რის შედეგადაც 27 ადამიანი დაიღუპა.