
გაცნობის პოპულარული აპლიკაცია Tinder აცხადებს, რომ ვალენტინობის შემდეგ, ბელარუსის ბაზარს დატოვებს. ამის შესახებ მისმა მშობელმა კომპანიამ Match Group-მა განაცხადა.
კომპანიის განცხადებით, 2024 წლის 15 თებერვლიდან ბელარუსში მყოფი ადამიანები აპლიკაციაში შესვლას ვეღარ შეძლებენ და მათ შორის, ვერ ისარგებლებენ შეძენილი ფასიანი სერვისებით: Tinder Gold გამოწერით, სუპერ ლაიქებით და ბუსტით.
კომპანიას ბაზრის დატოვების მიზეზი არ დაუსახელებია.
Tinder-მა რუსეთი 2023 წლის ივლისში დატოვა.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთისა და ბელარუსის ბაზრები ბევრმა საერთაშორისო კომპანიამ და ინვესტორმა დატოვა.