LIVE

დმანისის მუნიციპალიტეტს მივლინების ხარჯებში დარღვევები აქვს - აუდიტი

30 დეკ 202311:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 198
დმანისის მუნიციპალიტეტს მივლინების ხარჯებში დარღვევები აქვს - აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დმანისის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლის საქმიანობის აუდიტი ჩაატარა და შეუსაბამობები დაადგინა.

დასკვნის თანახმად, მუნიციპალიტეტის მიერ დასაქმებულების მივლინებებში 12.7 ათასი ლარია დახარჯული ისე, რომ მუნიციპალური საქმიანობა არ გაუმჯობესებულა.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, დმანისის მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დროულად ვერ განახორციელა, რაც მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსის არაეფექტიან მართვაზე მიუთითებს.

ამასთან, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტები დაუსრულებელია. მუნიციპალიტეტმა არაეფექტიანად დახარჯა 2,004.6 ათასი ლარი და დროულად ვერ მიაღწია პროექტების განხორციელებით დაგეგმილ შედეგს.

აუდიტის სამსახურის რეკომენდაციის თანახმად, მერიამ უნდა შეიმუშაოს ფინანსური რესურსების მართვის პოლიტიკა და ბიუჯეტის გაწერისას დანერგოს კონტროლის დამატებითი მექანიზმები და ხელი შეეწყოს მუნიციპალური რესურსების ეფექტიან გამოყენებას.