LIVE

საქართველოს ეკონომიკა 11 თვეში 6.9%-ით გაიზარდა - საქსტატი

29 დეკ 202311:23
3 წუთის საკითხავი
clock clock 266
საქართველოს ეკონომიკა 11 თვეში 6.9%-ით გაიზარდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა 11 თვეში 6.9%-ით გაიზარდა. ამასთან, ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 5.9%-ით გაიზარდა.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის ნოემბერში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობები და ვაჭრობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკის, ასევე ტრანსპორტის და დასაწყობების დარგში.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 11.1%-ით, ხოლო იმპორტი - 16.1%-ით.

ამასთან, მხოლოდ ნოემბერში საქართველოში, 5 727 ახალი საწარმო დარეგისტრირდა. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 20.5%-ითაა გაზრდილი.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, 2.6%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 12 მილიარდ 360 მილიონ ლარს გადააჭარბა.