
საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოს ისტორიაში პირველი საკოლექციო დანიშნულების 50 ლარის ნომინალის ბანკნოტის გამოსაშვებად იწყებს მოსამზადებელ სამუშაოებს და ესკიზების შერჩევის მიზნით კონკურსს აცხადებს.
საკოლექციო ბანკნოტის გამოშვება ლარის შემოღებიდან 30 წელს უკავშირდება.
"1995 წლის 25 სექტემბერს მიმოქცევაში გაეშვა საქართველოს ეროვნული ვალუტა - ლარი, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ლარი ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა.
პოლიტიკურად და ეკონომიკურად დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების თვალსაზრისით, ლარის შემოღება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში", - აღნიშნულია სების განცხადებაში.
კონკურსის პირობები განთავსებულია ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.