LIVE

1 იანვრიდან ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა სკოლებში და სტაციონარებში ამოქმედდება

27 დეკ 202316:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 313
1 იანვრიდან ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა სკოლებში და სტაციონარებში ამოქმედდება

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ინფორმაციით, 2024 წლის 1 იანვრიდან ვიდეოსამეთვალყურეო სისტემას დაქვემდებარებული ობიექტის რაოდენობა ფართოვდება.

კერძოდ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით არსებულ ობიექტებს დაემატება:

  • კერძო/საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებები;
  • სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებები;
  • სიგარაბარები;
  • სავაჭრო ცენტრები;
  • ბაზარი/ბაზრობა.

ასევე, დაემატა ეკონომიკურ საქმიანობას დაქვემდებარებული ის ობიექტები, რომელთა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა აღემატება 500 000 ათას ლარს (საბითუმო ვაჭრობა; საცალო ვაჭრობა; განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა; საკვებით და სასმელით მომსახურება).