LIVE

2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის ვადა გახანგრძლივდა - იმპორტიორები

27 დეკ 202313:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 1148
2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის ვადა გახანგრძლივდა - იმპორტიორები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ავტოიმპორტიორების მოთხოვნა დააკმაყოფილა და იმ ავტომობილების განბაჟების ვადა, რომელთა ტრანსპორტირება უკვე დაწყებულია, გახანგრძლივდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ალექსი ნონიაძე ავრცელებს.

შედეგად, იმპორტიორები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებით ისარგებლებენ და ავტომობილს ოფიციალურად დაარეგისტრირებენ.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში რამდენჯერმე გაიმართა ავტო იმპორტიორებისა და ავტო იმპორტთა ასოციაციის შეხვედრა. ყველა ავტომფლობელი, რომლის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება, ბირკით 2013 წლის ქვემოთ არის და ამა წლის 1 დეკემბრამდე ჩაიტვირთა კონტეინერზე, გზაშია და 1 იანვრამდე არ ესწრება ჩამოსვლა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებით ისარგებლებენ და ჩვეულებრივ დარეგისტრირდებიან,“- აცხადებს ალექსი ნონიაძე.

მისივე ინფორმაციით, ოფიციალური დადგენილება მზადდება და რამდენიმე დღეში გახდება საჯარო.

ცნობისთვის, ავტოიმპორტიორები 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტისთვის რამდენიმე თვით ვადის გახანგრძლივებას ითხოვდნენ.