LIVE

საქართველოს რკინიგზა 10 ელმავალს რუსული კომპანიისგან შეიძენს

27 დეკ 202310:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 238
საქართველოს რკინიგზა 10 ელმავალს რუსული კომპანიისგან შეიძენს

შესყიდვების სააგენტოს თანახმად, საქართველოს რკინიგზა 184 მილიონი ლარის 10 ელმავალს რუსული კომპანია „Уральские локомотивы“-სგან იყიდის.

დოკუმენტაციის მიხედვით, სატენდერო წინადადების მიღება 3 დეკემბერს დაიწყო და 5 დეკემბერს დასრულდა, შედეგად შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად დღგ-ს გარეშე 183 მილიონ 849 690 ათასი ლარით განისაზღვრა და სწორედ ამ ოდენობისაა შპს „გორგიას“ შეთავაზება, რომელთანაც ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს.

სატენდერო პირობის მიხედვით, ელმავლები უნდა იყოს ახალი. სავალდებულოა, რომ ისინი არაუადრეს 2023 წელს იყოს გამოშვებული.

გამარჯვებულმა კომპანიამ „საქართველოს რკინიგზას“ 10 ელმავალი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვეში უნდა მიაწოდოს.