![განახლებული Moskvich-ი რუსეთის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილების ტოპ 10-ეულშია](/uploads_script/articles/2023/12/05/y82gepqhj12ld8h.png)
რუსეთის საბჭოთა პერიოდის ავტომობილი, Moskvich-ი ნოემბერში, პირველად შევიდა ქვეყნის ყველაზე გაყიდვადი ბრენდების ათეულში.
რუსული ანალიტიკური სააგენტოს Autostat-ის მონაცემებით, განახლებული Moskvich-ის გაყიდვები ნოემბერში წლიურად 113%-ით გაიზარდა და 109 706 ერთეული შეადგინა. გაყიდვები 2022 წლის შემდეგ გაიზარდა, რაც რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე დასავლურმა ავტომწარმოებლებმა ქვეყნის ბაზარი დატოვეს.
სააგენტო წერს, რომ ნოემბერში რუსეთში 29,8%-იანი ბაზრის წილით, ყველაზე პოპულარული ავტომობილი Lada იყო. ათეულის სხვა პოზიციებზე, უმეტესად ჩინური ავტომობილები გადანაწილდა, რომლებმაც ევროპული და იაპონური ბრენდები ჩაანაცვლეს. მათი საბაზრო წილი 56%-ზე მეტია.
Autostat-ის მონაცემებით, ბოლო 11 თვეში რუსეთში 939 254 ავტომობილი გაიყიდა, რაც 65%-იანი წლიური მატებაა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების ფონზე, ქვეყანაში 2022 წელს მეორადი ავტომობილების იმპორტი გაიზარდა. ამ მხრივ რეიტინგში იაპონია ლიდერობს, რომელმაც, მართალია, ძვირადღირებული მანქანების ექსპორტი შეზღუდა, თუმცა აკრძალვა ფიზიკური პირების მიერ იმპორტირებულ მეორად მანქანებს არ შეხებია.
ცნობისთვის, გასული წლის ივნისში ფრანგული ავტომწარმოებლის Renault-ის რუსული ბაზრიდან გასვლის შემდეგ, კომპანიის ყოფილი ქარხანა ოფიციალურად Moskvitch-ის საწარმო გახდა. საბჭოთა ეპოქის ავტომობილების ბრენდი Moskvitch-ი ოფიციალურად 2006 წელს გაკოტრდა, თუმცა 2022 წლიდან წარმოება განაახლა.