LIVE

დღემდე 240-მდე სტარტაპია დაფინანსებული, ₾42 მილიონი გაიცა - GITA

04 დეკ 202316:42
3 წუთის საკითხავი
clock clock 467
დღემდე 240-მდე სტარტაპია დაფინანსებული, ₾42 მილიონი გაიცა - GITA

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარის, ავთანდილ კასრაძის თქმით, თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის ფარგლებში დღემდე 240-მდე სტარტაპია დაფინანსებული, რომელთა საქმიანობის შედეგად 3 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

როგორც კასრაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, დაფინანსებულმა სტარტაპებმა 500 მილიონ ლარამდე კერძო ინვესტიცია მოიპოვეს, სააგენტოს დაარსებიდან დღემდე კი, საგრანტო პროგრამებით, სტარტაპებისთვის გაცემული თანხა 42 მილიონ ლარს შეადგენს.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ IT კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების შედეგად, ქვეყანაში 113 საერთაშორისო IT კომპანია შემოვიდა, რომელთაც, 2023 წლის 10 თვის მონაცემებით, ხელფასის სახით 830 მილიონი ლარი გასცეს და 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა.