LIVE

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში ინდმეწარმედ 25 689 რუსი დარეგისტრირდა

03 დეკ 202312:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 239
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში ინდმეწარმედ 25 689 რუსი დარეგისტრირდა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან (2022 წლის 24 თებერვალი), 2023 წლის 28 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოში ინდმეწარმედ რუსეთის 25 689 მოქალაქე დარეგისტრირდა. 

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას სადეპუტატო კითხვის პასუხად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ წერილში აღნიშნულია, რომ ამავე პერიოდში რეგისტრირებული 1 550 იურიდიული პირის წილის მესაკუთრედ ან/და დამფუძნებლად რუსეთის ფედერაციის 1 957 მოქალაქე დარეგისტრირდა. აღსანიშნავია, რომ ეს ეხება ისეთი სამართლებრივი ფორმის მქონე სუბიექტებს, როგორებიცაა: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

შეგახსენებთ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ივნისის მონაცემების თანახმად, 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 5 ივნისამდე, საქართველოში ინდივიდუალურ მეწარმედ რუსეთის 20 691 მოქალაქე იყო რეგისტრირებული