ევროზონის ინფლაცია მოსალოდნელზე მეტად შენელდა. ევროს ბლოკის ქვეყნებში სამომხმარებლო ფასების დონე, მიმდინარე თვეში, გასულ წელთან შედარებით, 2.4%-ით გაიზარდა, რაც ოქტომბრის 2.9%-თან შედარებით დაბალი მაჩვენებელია.
საბაზო ინფლაცია, რომელიც ენერგიის და საკვების ცვალებად ფასებს გამორიცხავს, 4.2%-დან 3.6%-მდე შემცირდა.
უახლესი შემცირებით, ინფლაციის მაჩვენებელი მიუახლოვდა სამიზნე 2%-ს.
ECB-მა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება 2022 წლის ივლისში დაიწყო. ზედიზედ 10-ჯერ გაზრდის შემდეგ, მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 4%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
ECB-ს ოფიციალური პირები მტკიცედ აცხადებენ, რომ აუცილებელია შენარჩუნდეს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, რათა ინფლაცია 2%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდეს.