ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) რეფინანსირების განაკვეთის ზრდის სერია დაასრულა და მისი 4%-ზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო.
ECB-მა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება 2022 წლის ივლისში დაიწყო. ზედიზედ 10-ჯერ გაზრდის შემდეგ, რეფინანსირების განაკვეთი რეკორდულ 4%-მდე გაიზარდა.
ბანკის გადაწყვეტილება ინფლაციის შემცირებას უკავშირდება. გასულ თვეში ევროზონის წლიურმა ინფლაციამ 4.3% შეადგინა, რაც 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ECB-ის დღევანდელი გადაწყვეტილება ემთხვევა მსოფლიოში სხვა მსხვილი ბანკების გადაწყვეტილებას. ინგლისის ბანკმა, შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა და აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთები ასევე არსებულ დონეზე შეინარჩუნეს.