LIVE

ავსტრალია იანვრიდან ერთჯერადი ელექტრო სიგარეტის იმპორტს აკრძალავს

30 ნოე 202310:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 228
ავსტრალია იანვრიდან ერთჯერადი ელექტრო სიგარეტის იმპორტს აკრძალავს

ავსტრალიაში 2024 წლის პირველი იანვრიდან ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტების, ე.წ. ვეიპების იმპორტი აიკრძალება. მიზეზი ბავშვებში ნიკოტინზე დამოკიდებულების შემცირებაა.

მარტიდან ქვეყანაში აიკრძალება მრავალჯერადი ელექტრონული სიგარეტების იმპორტიც. იგეგმება ახალი კანონმდებლობის ამოქმედებაც, რომელიც ქვეყანაში ერთჯერად ვეიპების დამზადებას, რეკლამირებასა და მიწოდებას დაარეგულირებს.

ავსტრალიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ელექტრონული სიგარეტები, რომლებიც თავდაპირველად მოწევაზე თავის დანებების საშუალებად განიხილებოდა, დამოკიდებულების ახალ ტალღას ქმნის.  ეს ტენდენცია განსაკუთრებით 14-17 წლამდე თინეიჯერებში შეინიშნება.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში 2021 წლიდან ვეიპის ან მრავალჯერადი ელექტრონული სიგარეტის შეძენა, შესაძლებელი იყო მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. მიუხედავად ამ შეზღუდვისა, დამოკიდებულების მაჩვენებელი კვალ მზარდია, რადგან ყოველი 10 მოზარდიდან 9-ს ხელი მიუწვდება მათზე.

ექსპერტების მიხედვით, ჯერ კიდევ არაა ცნობილი რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ვეიპის მოხმარებას ხანგრძლივ პერიოდში. თუმცა მეცნიერები ამ პრაქტიკას უკვე უკავშირებენ ფილტვის ქრონიკულ დაავადებასა და ასთმას.

ცნობისთვის, ვეიპი ან ელექტრონული სიგარეტი ლითიუმის ბატარეით მომუშავე მოწყობილობებია. მათში განთავსებული კარტრიჯები ივსება სითხით, რაც შეიცავს ნიკოტინს, ხელოვნურ არომატიზატორებსა და სხვა ქიმიკატებს.