LIVE

Shein-მა IPO-ზე გასასვლელად ამერიკულ მარეგულირებელს კონფიდენციალურად მიმართა

29 ნოე 202310:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 330
Shein-მა IPO-ზე გასასვლელად ამერიკულ მარეგულირებელს კონფიდენციალურად მიმართა

სწრაფი მოდის საცალო ვაჭრობის პლატფორმა, Shein-მა პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის (IPO) აშშ-ს მარეგულირებლებს კონფიდენციალურად მიმართა. საკითხთან დაახლოებული პირის ცნობით, Shein-ი Goldman Sachs Group-თან, JPMorgan Chase-თან და Morgan Stanley-თან თანამშრომლობს.

ჩინური ონლაინ საცალო ვაჭრობის კომპანია იმედოვნებს, რომ IPO-ზე გასვლის შემდეგ $90-მილიარდიან შეფასებას მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ ეს თანხა ბევრად აღემატება კერძო ინვესტორების მიერ კომპანიის შეფასებას. მაისში მიღებული დაფინანსებების შედეგად, კერძო ვაჭრობაში Shein-ის შეფასება $66 მილიარდის ქვემოთ დაეცა, ახლა კი $50-დან $60 მილიარდის ფარგლებშია.

ამ ორ მაჩვენებელს შორის სხვაობა Shein-ის გამოწვევებთან დაკავშირებით, ინვესტორების შეშფოთებას უსვამს ხაზს. კომპანიას აკრიტიკებდნენ ქარხნებში შეუსაბამო შრომის პირობებისა და უხარისხო ტანსაცმლის ჭარბი წარმოების გამო. ასევე Shein-ს არაერთხელ უჩივლეს საავტორო უფლებების დარღვევის გამო.

მიუხედავად ამისა, Shein-ის გაყიდვები მზარდია. კომპანიამ გასულ წელს სადისტრიბუციო ცენტრები გახსნა აშშ-ში, კანადასა და ევროპაში, რათა ამ რეგიონებში მიწოდების დრო შეამციროს. კომპანიამ წარმოების გაფართოებას ბრაზილიაში, თურქეთსა და ინდოეთში გეგმავს.