LIVE

H&M-ი Shein-ს დიზაინების მოპარვისთვის უჩივის

26 ივლ 202310:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 458
H&M-ი Shein-ს დიზაინების მოპარვისთვის უჩივის

ჰოლანდიური ტანსაცმლის ბრენდი H&M საცალო ვაჭრობის პლატფორმა Shein-ს საავტორო უფლებების დარღვევის გამო უჩივის. საქმეზე გამოძიება ჰონგ-კონგში, 2021 წელს დაიწყო, თუმცა ამის შესახებ 21 ივნისის სასამართლოს შემდეგ გახდა ცნობილი. შემდეგი პროცესი 31 ივლისს არის ჩანიშნული.

საქმის დეტალებიდან ირკვევა, რომ ჩინურმა საცალო ონლაინ ვაჭრობის კომპანია Shein-მა H&M-ის საცურაო კოსტიუმებიდან დაწყებული სვიტერებით დამთავრებული, ათეულობით მოდელის დიზაინი მოიპარა. H&M ითხოვს ზიანის ანაზღაურებას და Shein-ისთვის საავტორო უფლებებისა და სავაჭრო ნიშნების დარღვევის აღკვეთას.

ასევე ირკვევა, რომ ბრალდებულთა შორის Shein Group-თან ერთად ჰონგ-კონგში დაფუძნებული Zoetop Business-ია, რომელიც ადრე Shein-ს ფლობდა. საქმეზე პირველი მოსმენა გასული წლის სექტემბერში იყო, სადაც გადაწყდა, რომ გამოძიება გაგრძელდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც Shein-ს საავტორო უფლების დარღვევის გამო უჩივიან. აშშ-ში მხოლოდ წელს ათზე მეტი სარჩელი შევიდა Shein-ის წინააღმდეგ. ზოგიერთი ამერიკელი იურისტი კომპანიის ქმედებას აღწერს, როგორც ორგანიზებულ დანაშაულს, რადგან ამბობენ, რომ სხვისი ინტელექტუალური საკუთრების მითვისება მათი ბიზნეს მოდელის განუყოფელი ნაწილია.