LIVE

რიჟვაძე: 3 700 ტონაზე მეტი მანდარინია ექსპორტირებული

28 ნოე 202317:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 234
რიჟვაძე: 3 700 ტონაზე მეტი მანდარინია ექსპორტირებული

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ციტრუსის რთველი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს და უკვე 3 700 ტონაზე მეტი მანდარინია ექსპორტირებული.

ამასთან, რიჟვაძემ გაორმაგებულ სუბსიდიაზეც ისაუბრა.

„მივიღე გადაწყვეტილება, რომ არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირება გაორმაგებულიყო და შესაბამისად, ნაცვლად 15 თეთრისა მეციტრუსეები არასტანდარტულ მანდარინზე 30 თეთრის სუბსიდიას მიიღებენ. რაც შეეხება ციტრუსის რთველის შედეგებს, უკვე ექსპორტირებულია 3 700 ტონაზე მეტი მანდარინი და ვთვლით, რომ ამ სეზონის ჩატარებას შეფერხებების გარეშე შევძლებთ“,- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

წელს, საპროგნოზო მონაცემებით, 55 000-ს ტონამდე ციტრუსია მოსალოდნელი. საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო ჩაიბარებს. არასტანდარტულ ნაყოფს კი, ქობულეთის საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს.