LIVE

მასკი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდება

27 ნოე 202312:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 207
მასკი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდება

ილონ მასკი დღეს ისრაელის პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგს შეხვდება, რათა განმუხტოს მზარდი მღელვარება X-ზე (ყოფილი Twitter) ანტისემიტური პოსტების მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

დახურულ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ღაზას მიერ მძევლად აყვანილი პირების ოჯახი წევრებიც. შეხვედრის მთავარი თემა ონლაინ სივრცეში ანტისემიტიზმის შეზღუდვის მნიშვნელობაა. ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა მასკი პრეზიდენტთან სხვა საკითხებზე საუბარს.

ცნობისთვის, X-ის მილიარდერმა მფლობელმა 16 ნოემბერს ამავე პლატფორმაზე პოსტს ანტისემიტურ შეთქმულების თეორიის შესახებ "ნამდვილი სიმართლე" უწოდა. შედეგად, მასკი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა და არაერთმა კომპანიამ X-ზე რეკლამების განთავსება შეწყვიტა.

მასკმა უარყო, რომ ის ანტისემიტია და თქვა, რომ მისი კომენტარები ეხებოდა არა ყველა ებრაელს, არამედ ისეთ ჯგუფებს, როგორიცაა Anti-Defamation League (ADL) და სხვა დაუზუსტებელი "ებრაული საზოგადოებები".

მასკმა კრიტიკა დაიმსახურა თეთრი სახლისგანაც, რომელიც ის "ანტისემიტური და რასისტული სიძულვილის საზიზღარ პროპაგანდაში" დაადანაშაულა. სადამკვირვებლო ჯგუფმა Media Matters for America-მ ანგარიში გაავრცელა, სადაც ნათქვამია ხომ X-ზე წამყვანი კომპანიების რეკლამები ადოლფ ჰიტლერისა და ნაცისტური პარტიის მხარდამჭერი პოსტების გვერდით იდება. ამის საპასუხოდ კი, მასკმა სადამკვირვებლო ჯგუფს პლატფორმის „განადგურებისა“ და მონაცემებით „მანიპულირების“ მიზეზით უჩივლა.