LIVE

ანტისემიტური პოსტების გამო, მსხვილი კომპანიები X-ზე რეკლამას აჩერებენ

18 ნოე 202314:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 368
ანტისემიტური პოსტების გამო, მსხვილი კომპანიები X-ზე რეკლამას აჩერებენ

Apple, Disney, IBM და სხვა მსხვილი კომპანიები X-ზე რეკლამას,  ანტისემიტური პოსტების გამო, აჩერებენ

X-ის მილიარდერმა მფლობელმა 16 ნოემბერს ამავე პლატფორმაზე ანტისემიტურ შეთქმულების თეორიას "ნამდვილი სიმართლე" უწოდა. 

მასკმა უარყო, რომ ის ანტისემიტია და თქვა, რომ მისი კომენტარები ეხებოდა არა ყველა ებრაელს, არამედ ისეთ ჯგუფებს, როგორიცაა Anti-Defamation League (ADL) და სხვა დაუზუსტებელი "ებრაული საზოგადოებები".

მასკის კომენტარი გუშინ თეთრმა სახლმაც გააკრიტიკა. თეთრმა სახლმა ის დაადანაშაულა "ანტისემიტური და რასისტული სიძულვილის საზიზღარ პროპაგანდაში", რომელიც ამერიკელების მთავარ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

X-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლინდა იაკარინომ განაცხადა, რომ X ყოველთვის და მკაფიოდ იბრძვის ანტისემიტიზმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ. "ამის ადგილი არსად არ არის - ეს ამაზრზენი და არასწორია", - წერს იაკარინო. მას კომენტარში მასკი არ უხსენებია.