
დევიდ ბოუის ორი სიმღერის ხელნაწერი ტექსტის ფასმა შესაძლოა აუქციონზე 100 000 ფუნტს მიაღწიოს.
ფურცლის ორივე მხარეს არსებული ხელნაწერები Rock n Roll Suicide-სა და Suffragette City-ზე მუშაობის პროცესს ასახავს. ორივე სიმღერა შესულია კლასიკად ქცეულ 1972 წლის ალბომში, The Rise and Fall of Ziggy Stardust and the Spiders from Mars, რომლის წარმატება დღემდე გრძელდება.
ნივთს Omega Auctions-ი გასაყიდად 28 ნოემბერს გამოიტანს.
აუქციონზე ასევე გაიყიდება Oasis-ის წევრის, ნოელ გალაგერის ტექსტების წიგნი, რომელიც მოიცავს She's Electric-ს, Going Nowhere-ს, Step Out Tonight-ს, Rockin' Chair-ს და Champagne Supernova-ს ტექსტებს.
აუქციონის სახლმა წარსულში ბოუის ჰიტის Starman-ის ხელნაწერი ტექსტი 165 000 ფუნტად გაყიდა.