საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, 20 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.04 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6981 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 1.55 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9482 ლარი გახდა.
აღნიშნული კურსები ძალაში 21 ნოემბრის ჩათვლით იქნება.