ამერიკულმა კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა რაკეტა Starship-ის მეორე სატესტო ფრენა განახორციელა, თუმცა ხომალდთან კავშირი აფრენიდან 8 წუთში დაიკარგა.
დაახლოებით 120-მეტრიანი Starship ტეხასში მდებარე კოსმოდრომ Starbase-იდან ადგილობრივი დროით, 07:00 საათზე აფრინდა.
ამაჩქარებელი საფეხური, რომელიც ოკეანეში უნდა დაშვებულიყო, აფეთქდა. Starship-მა მოძრაობა განაგრძო, თუმცა მისგან მონაცემების მიღება ვეღარ მოხერხდა.
SpaceX-ის განცხადებით, კონტაქტის დაკარგვის მიუხედავად, მცდელობა წარმოუდგენლად წარმატებულია, რადგან ის სპეციალისტებს მომდევნო მისიის დაგეგმვაში დაეხმარებათ.
ეს Starship-ის მეორე საცდელი გაშვებაა. ილონ მასკის SpaceX-მა მსოფლიოში უდიდესი რაკეტა ტეხასის შტატიდან 20 აპრილს გააგზავნა.