2023 წლის ოქტომბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები წლიურად 26%-ით შემცირდა.
Colliers Georgia-ს განახლებული მონაცემებით აჩვენებს, რომ ერთ თვეში ზღვისპირა ქალაქში სულ 1 247 ბინა გაიყიდა.
აღსანიშნავია, რომ ბაზრის ზომამ 20%-ით, 55 მლნ აშშ დოლარამდე იკლო.
2023 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბათუმში ახალ პროექტებში ტრანზაქციები 26%-ით შემცირდა, ძველ პროექტებში კი - 21%-ით.
Colliers Georgia-ს თანახმად, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წლიურად 16%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.