ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, გარკვეული დათქმებით. გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა.
"საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან ნამდვილად იქნა გადადგმული ნაბიჯები. სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მისწრაფებას",- განაცხადა ლაიენმა.
მისივე თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს მას შემდეგ, რაც ორივე ქვეყანა აუცილებელ რეფორმებს დაასრულებს.
საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დეკემბერში გახდება ცნობილი.