LIVE

რუსეთის უმდიდრესი ადამიანი მრავალმილიარდიანი განქორწინების თავიდან არიდებას ცდილობს

01 ნოე 202319:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 430
რუსეთის უმდიდრესი ადამიანი მრავალმილიარდიანი განქორწინების თავიდან არიდებას ცდილობს

სანქცირებული რუსი ბიზნესმენი ვლადიმერ პოტანინი ცდილობს, ყოფილი ცოლისთვის სულ მცირე $5 მილიარდის გადახდა თავიდან აირიდოს. 

მილიარდერის ადვოკატებმა გაერთიანებული სამეფოს უზენაეს სასამართლოს მიმართეს, რომ გააუქმოს ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება, რომელიც ბიზნესმენის ყოფილ ცოლს, ნატალია პოტანინას ქვეყანაში განქორწინების დავის გაგრძელების და მილიარდობით დოლარის მოთხოვნის უფლებას აძლევს. 

პოტანინების წყვილი 2014 წელს დაშორდა. 2016 წლიდან ნატალია პოტანინა ბრიტანეთის მოქალაქე გახდა. 2019 წელს პოტანინას ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მისმა წილმა შესაძლოა $9 მილიარდს მიაღწიოს. 

ამჟამად პოტანინა ყოფილი ქმრისგან Norilsk Nickel-ში მისი წილის 50%-ს ითხოვს, რაც შესაძლოა $5 მილიარდზე მეტი იყოს, რამდენადაც ვლადიმერ პოტანინი კომპანიის ერთ მესამედს ფლობს.

პოტანინა ამბობს, რომ რუსეთში წარმოებული პროცესების შედეგად, $40 მილიონი მიიღო, თუმცა მისი ყოფილი ქმრის თქმით, მან ბევრად მეტი - $84 მილიონი მიიღო მიიღო. ბრიტანელი მოსამართლეების თანახმად, მილიარდერის სიმდიდრისა და მათი 31-წლიანი ქორწინების ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ნატალია პოტანინას მიერ მიღებული თანხა "არასაკმარის კომპენსაციაა". 

პოტანინის ადვოკატის თქმით, ინგლისის სასამართლოები განქორწინების საქმეებში "განთქმული არიან გულუხვი მიდგომით".

განქორწინებასთან დაკავშირებული საქმეების განსახილველად ლონდონის სასამართლოები პოპულარული ადგილია. მოსამართლეები, როგორც წესი, მხარს წყვილის აქტივების თანაბარ განაწილებას უჭერენ.  

62 წლის ვლადიმერ პოტანინი Norilsk Nickel-ის პრეზიდენტია და Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, მისი ქონება $29.4 მილიარდს შეადგენს.