LIVE

ნავთობი ისევ გაძვირდა

14 ოქტ 202318:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 274
ნავთობი ისევ გაძვირდა

ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა დღეს ბარელზე $90.89-ს, ხოლო West Texas Intermediate (WTI)-ის ფასმა კი $87.69-ს გადააჭარბა

ამჯერად ნავთობის გაძვირებას ანალიტიკოსები ისრაელ-ჰამასის კონფლიქტს უკავშირებენ, თუმცა ზოგი მიიჩნევს, რომ მისი ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი აშშ-ის მიერ ტანკერების კომპანიებისთვის სანქციების დაწესებაა

ზრდის მიუხედავად, ნავთობის მიმდინარე ფასი ნაკლებია გასულ თვეში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე. საუდის არაბეთისა და რუსეთის მიერ ნავთობის მოპოვების შემცირების გადაწყვეტილების შემდეგ, სექტემბერში ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულებამ ბარელზე $97-ს, ხოლო West Texas Intermediate (WTI)-ის ფასმა $94-ს გადააჭარბა

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ფასი ბარელზე $100-მდე გაიზრდება.