LIVE

მასკს ისრაელის მოვლენებზე X-ზე ყალბი ფოტოების წაშლის გეგმის გასაზიარებლად 24 საათი აქვს

11 ოქტ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 416
მასკს ისრაელის მოვლენებზე X-ზე ყალბი ფოტოების წაშლის გეგმის გასაზიარებლად 24 საათი აქვს

ევროკავშირში აცხადებენ, რომ სოციალური მედიის პლატფორმა X, შესაძლოა, რეგულაციებს არღვევდეს და მის მფლობელს, ილონ მასკს 24 საათს აძლევენ იმისთვის, რომ განმარტოს, როგორ აპირებს ბლოკის ციფრული სერვისების აქტის შესრულებას. 

გარე სადამკვირვებლო ჯგუფებმა განაცხადეს, რომ ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, X-ზე (ყოფილი Twitter) უხვად ვრცელდება დეზინფორმაცია ომის შესახებ. 

ევროკავშირში ციფრული წესების დაცვაზე პასუხისმგებელი ევროკომისარი, ტიერი ბრეტონი, აცხადებს, რომ პლატფორმაზე გავრცელებული მასალა მოიცავს ყალბ და მანიპულაციურ გრაფიკულ გამოსახულებებს, რომლებიც ვიდეო თამაშებიდანაა აღებული. 

ბრეტონმა, ევროკავშირის ციფრული უფლებების ხელმძღვანელმა, ასევე გააფრთხილა მასკი, რომ მარეგულირებლები აფიქსირებენ "პოტენციურად უკანონო შინაარსს", რომელიც შეიძლება არღვევდეს ევროკავშირის კანონებს და მიმართა, რომ მან დროულად უნდა უზრუნველყოს ასეთი შინაარსის პლატფორმიდან წაშლა.

ისრაელში ძალადობის შესახებ გრაფიკული გამოსახულებისა და დეზინფორმაციის წასაშლელად ხედვის გასაზიარებლად ბრიუსელის მიერ მასკისთვის მიცემული დრო დღეს, დღის ბოლოს იწურება. 

თუ მასკი ამ პირობას არ შეასრულებს, ევროკავშირის წესების თანახმად, X პოტენციური დანაშაულისთვის შეიძლება დაჯარიმდეს მისი შემოსავლის 6%-მდე ოდენობით. 

რეგულაციების თანახმად, სოციალური მედიის კომპანიები ვალდებულნი არიან წაშალონ მასალები, რომლებიც შეიცავენ სიძულვილის ენას, ძალადობის წაქეზებას და შემზარავ სურათებს ან პროპაგანდას, რომელიც მხარს უჭერს ტერორისტულ ორგანიზაციებს.