LIVE

ევროპიდან უკრაინაში გაზის ტრანზიტს მოლდოვა უფასოდ უზრუნველყოფს

06 ოქტ 202317:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 385
ევროპიდან უკრაინაში გაზის ტრანზიტს მოლდოვა უფასოდ უზრუნველყოფს

მომავალი ზამთრისთვის, მოლდოვა ევროპიდან უკრაინაში ბუნებრივი აირის ტრანზიტს უფასოდ უზრუნველყოფს. უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე გაზის ოთხი მიმღები პუნქტია. 

უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ქვეყანა მას ყოველ 60 დღეში ერთხელ აახლებს. შესაბამისად, გადაუდებელი რეგულაციების კომისიის გადაწყვეტილებას მალე კანონი აამოქმედებს. 

ევროპიდან უკრაინაში გაზის მიწოდებას კომპანია VestMoldTransGaz-ი უზრუნველყოფს. კომპანიის 75%-ს კი რუმინული TransGaz-ი ფლობს. 

ევროპიდან მოლდოვისთვის გაზის მიმწოდებელი კომპანიის, Energocom-ის წევრის, ალექსანდრუ სლუსარის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზანი იმპორტის ხარჯებისა და შედეგად, გაზის ფასის შემცირებაა.

"გამომდინარე იქიდან, რომ 1 000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება $60-70 ჯდება, და გაზმა მოლდოვის ტერიტორია ორჯერ უნდა გადაკვეთოს, სახელმწიფო გაზის ტრანსპორტის კომპანიას 100%-იან ფასდაკლებას სთხოვს,"- განაცხადა მან.