LIVE

"აჭარა ჯგუფი": ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მისი მემკვიდრეობა

22 ივნ 202613:29
3 წუთის საკითხავი
clock clock 175
"აჭარა ჯგუფი": ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მისი მემკვიდრეობა
"აჭარა ჯგუფი" დამფუძნებლის, თემურ უგულავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
 
ბიზნესმენი, რომლის სახელს უკავშირდება Rooms ბრენდის სასტუმროები თბილისში, ბათუმში, ბაკურიანში და ყაზბეგში, ასევე სასტუმრო და რესტორანი Stamba, ურბანული სივრცე და კაფე Lolita, რადიო ქალაქი, ფაბრიკა და "უდაბნო", 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო თვეების განმავლობაში ის სიმსივნის მძიმე ფორმას ებრძოდა.
 
"თემურის წვლილი თანამედროვე საქართველოს განვითარებაში განსაკუთრებულია. მან შექმნა პროექტები, რომლებმაც არა მხოლოდ ქართული სტუმარ-მასპინძლობის, არამედ ქვეყნის კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების სახე შეცვალა. წლების განმავლობაში აჭარა ჯგუფის თითოეული ბრენდის უკან თემურის იდეები, ენთუზიაზმი და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება იდგა. მისი სურვილი იყო, საქართველოს ჰქონოდა უნიკალური, საინტერესო, ყველასთვის ღია და ხელმისაწვდომი სივრცეები, სადაც თითოეული ადამიანი, ადგილობრივი თუ საერთაშორისო სტუმარი, საკუთარ ადგილს იპოვიდა. მას გულწრფელად სჯეროდა საქართველოს უნიკალურობის და სურდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაეცნო ჩვენი ქვეყანა, მისი კულტურა, ადამიანები, ბუნება და შესაძლებლობები. მისი პროექტების დამსახურებით საქართველო ათასობით ადამიანმა აღმოაჩინა და შეიყვარა," ნათქვამია "აჭარა ჯგუფის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
 
კომპანია აცხადებს, რომ გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რათა თემურ უგულავას მიერ წამოწყებული საქმე გააგრძელოს და მისი მემკვიდრეობა შეინარჩუნოს.
 
"მისი ხედვა, ღირებულებები და სიყვარული საქართველოს მიმართ ყოველთვის დარჩება ჩვენი საქმიანობის საფუძვლად," აცხადებს "აჭარა ჯგუფი".