LIVE

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა

03 ოქტ 202317:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 460
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, 3 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.09 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6802 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 1.62 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8097 ლარი გახდა. 

აღნიშნული კურსები ძალაში 4 ოქტომბრის ჩათვლით იქნება.