LIVE

რუბლმა გაუფასურების ფსიქოლოგიური ნიშნული კვლავ გადალახა

03 ოქტ 202311:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 789
რუბლმა გაუფასურების ფსიქოლოგიური ნიშნული კვლავ გადალახა

დღეს რუსეთის ეროვნული ვალუტა კვლავ რეკორდულად გაუფასურდა. 1 დოლარის ღირებულებამ 100 რუბლს გადააჭარბა და 100.255 რუბლი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ კურსის 1:100 თანაფარდობა რუსი მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ნიშნულია.

აღსანიშნავია, რომ აგვისტოში, როდესაც რუსეთის ეროვნული ვალუტა 17-თვიან მინიმუმამდე დაეცა და ერთი დოლარი 101.04 რუბლი ღირდა, ცენტრალურმა ბანკმა საგანგებო შეხვედრა გამართა და რეფინანსირების განაკვეთი 12%-მდე გაზარდა, რამაც რუბლი შედარებით გაამყარა. გასულ თვეს განაკვეთი კიდევ ერთხელ, ამჯერად, 13%-მდე გაიზარდა. ამასთან, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე იგი უცხოური ვალუტის ყიდვისგან თავს შეიკავებდა. 

მიუხედავად ჩარევისა, როგორც ჩანს, რუბლი კვლავ ეცემა. ამის მიზეზი ისაა, რომ რუბლზე მოთხოვნამ, იმპორტის ზრდასთან ერთად, მოიმატა, თუმცა რუსული ეკონომიკა საერთაშორისო სანქციების ქვეშაა. ამას გარდა, რუსეთის მთავარ ექსპორტიორებს შეუმცირდათ შემოსავლები, რომელთაც ისინი უცხოურ ვალუტაში იღებენ.