
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი USAID-ისგან ახსნა-განმარტებას ელის. მისი თქმით, სამწუხარო ფაქტია, რომ "გადატრიალების საქმეში" USAID-ი იყო ჩართული.
"მე ასევე მინდა გამოვთქვა იმედი, რომ სათანადო, გამჭვირვალე ახსნა-განმარტებას მოვისმენთ ჩვენ და საზოგადოება USAID-ის ადგილობრივი ოფისიდან. სამწუხაროდ, დაფიქსირდა, რომ მათი მოწვევით და დაფინანსებით იყვნენ ჩამოსული ეს ადამიანები.
USAID-თან გვაქვს მრავალწლიანი თანამშრომლობა არაერთი მიმართულებით ამიტომ, სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები ხდება," - განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
ცნობისთვის, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "გადატრიალების საქმეზე" მორიგი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამჯერად აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) დაადანაშაულა სერბეთიდან სამი მოქალაქის ჩამოყვანაში.
სუს-ის მტკიცებით, აღნიშნული სამი ადამიანი დაკავშირებულნი არიან 2003 წლის ვარდების რევოლუციის მოვლენებთან; ამჯერად კი კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის უნდა ჩაეტარებინათ ტრენინგები "სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის" საკითხებში.