
აშშ-ის კონგრესმა დღეს დროებითი ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. იგი ძალაში 17 ნოემბრამდე იქნება.
ბიუჯეტის პროექტი რესპუბლიკელმა სენატორმა, კევინ მაკარტნიმ, წარადგინა, თუმცა პროექტს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა დემოკრატებისგან უფრო ხვდა წილად.
თუ ბიუჯეტის პროექტი 1-ლ ოქტომბერს ვერ დამტკიცდებოდა, ფედერალური მთავრობა მუშაობას შეწყვეტდა; "შათდაუნის" შემთხვევაში სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე 4 მილიონ თანამშრომელზე მეტი ანაზღაურებას ვერ მიიღებდა. სწორედ ამიტომ, პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ ბაიდენს მალევე გაეგზავნა.
აღსანიშნავია, რომ დროებითი ბიუჯეტის პროგრამაში უკრაინის დახმარება გათვალისწინებული არ არის.