
სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერმინისტრის, რობერტ ფიკოს, პრორუსულმა პარტია Smer-მა გაიმარჯვა. პარტიამ ხმათა 22.9% მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში კოალიციური მთავრობა გახდება საჭირო.
ფიკო პრორუსი ლიდერია, რომელიც რუსეთზე ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგება და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეწყვეტას ემხრობა. ამასთან, იგი გმობს ევროპაში მიგრანტების შედინებას და ეწინააღმდეგება უკრაინის მისწრაფებებს NATO-ში; ხოლო სლოვაკეთის რეფორმისტ პრეზიდენტ ზუზანა კაპუტოვას "ამერიკელ აგენტს" უწოდებს. ევროპაში ფიკოს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი უნგრეთს პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანია. Smer-ის გამარჯვებამ ევროპაში ნაციონალიზმისა და პოპულიზმის ტალღა უფრო მეტად გააძლიერა.
სლოვაკეთის ახალი მთავრობის უპირველესი გამოწვევა $115-მილიარდიან ეკონომიკაში ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება იქნება. მომავალ წელს სლოვაკეთს ფინანსური ბაზრებიდან $10.6 მილიარდის უზრუნველყოფა დასჭირდება.