
გამოცემა The Times Higher Education 2024 წლის საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგს აქვეყნებს. სიის სათავეში უკვე ზედიზედ მე-8 წელია ოქსფორდის უნივერსიტეტი ხვდება.
რეიტინგში რამდენიმე ქართული უნივერსიტეტიცაა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 1201-დან 1500-მდე ადგილზეა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კი 1501+ პოზიციას იკავებს.
რეიტინგის მიხედვით, გლობალურად 10 საუკეთესო უნივერსიტეტის სია ასეთია:
1. ოქსფორდის უნივერსიტეტი - გაერთიანებული სამეფო
2. სტენფორდის უნივერსიტეტი - აშშ
3. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი - აშშ
4. ჰარვარდის უნივერსიტეტი - აშშ
5. კემბრიჯის უნივერსიტეტი - გაერთიანებული სამეფო
6. პრინსტონის უნივერსიტეტი - აშშ
7. კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი - აშშ
8. ლონდონის საიმპერატორო კოლეჯი - გაერთიანებული სამეფო
9. კალიფორნიის უნივერსიტეტი (ბერკლი) - აშშ
10. იელის უნივერსიტეტი - აშშ
200 საუკეთესო უნივერსიტეტიდან ყველაზე მეტი - 56 უნივერსიტეტი შეერთებულ შტატებში მდებარეობს. მას მოსდევს გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ჩინეთი და ავსტრალია.
The Times Higher Education-ის 2024 წლის რეიტინგი 108 ქვეყნისა და რეგიონის 1904 უნივერსიტეტს მოიცავს. უნივერსიტეტები 18 ინდიკატორით შეფასდა. მათ შორისაა სწავლების და კვლევის ხარისხი და საერთაშორისო რეპუტაცია.